• weather cur airplane

    პარტნიორები

    საინფორმაციო ცენტრების ქსელი

    საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სათემო რადიო WAY–ის ოფისის მოწყობა (ახალი ამბების განყოფილება, რადიოსტუდია, საკონფერენციო დარბაზი, მოქალაქეთა მისაღები), ადამიანური რესურსების მომზადება და FM სიხშირეზე (101.1) მაუწყებლობის დაწყების ტექნიკური უზრუნველყოფა. პროექტის ბიუჯეტი 37 ათასი ლარი.

    ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

    2016 წლის იანვარში ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ (OSGF) მხარი დაუჭირა ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პროექტს „რადიო WAY – პანკისის ხეობის თემის განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში რადიოსტუდია აღიჭურვა ტექნიკით, სათემო რადიომ სატესტო რეჟიმში დაიწყო ინტერნეტმაუწყებლობა, მოწვეული ტრენერების მიერ მოქალაქე – რეპორტიორებად მომზადდნენ სათემო აქტივისტები. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე; ბიუჯეტი 5995 აშშ დოლარი.

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

    2016 წლის აგვისტოდან ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით „პანკისის ხეობაში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტს“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში პანკისის სათემო რადიო WAY ამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას „ჩემი უფლებები“, ოფისში მუშაობს უფასო იურიდიული დახმარების სერვისი, სადაც მოქალაქეებს პროექტის მიზნების შესაბამისად კვალიფიციური ადვოკატები უწევენ იურიდიულ დახმარებას; სამოქალაქო აქტივობების ცენტრი კონკრეტული საქმეების შესწავლის შედეგად ახორციელებს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს და ამზადებს რეკომენდაციებს; ეთნიკურ უმცირესობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით იმართება შეხვედრები ადგილობრივი მაცხოვრებლების და სხვადასხვა უწყების გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით; პროექტის ხანგრძლივობა 10 თვე. ბიუჯეტი 23 620 აშშ დოლარი;

    სიახლეები

    პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

    პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის…

    ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

    თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში…

    უფასო სასწავლო კურსები პანკისის სოფლების მცხოვრებლებისთვის

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში აცხადებს მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com