• weather cur airplane

    პანკისის ხეობაში მცხოვრები მეწარმეებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    ორშაბათი, 20 მარტი 2017 14:36 view 788
    პანკისის ხეობაში მცხოვრები მეწარმეებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    პანკისის ხეობაში მცხოვრები მეწარმეების მხადაჭერის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda აცხადებს საგრანტო კონკურსს.

    საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტის სამიზნე თემებში (საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ზემო ხალაწანი) მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში/ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს ბიზნესიდეის განხორციელებაში.

    საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები შემდეგი სექტორებისათვის: სოფლის მეურნეობა (ბოსტნეულის, ხილის, კენკრის წარმოება; მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მებოცვრეობა); ტურიზმის განვითარება (საოჯახო სასტუმროების მოწყობა, მარშუტების მომზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება); მომსახურების მიწოდება (საკვები ობიექტების, ინტერნეტ კაფეს, სილამაზის სალონი, საცხობის მოწყობა).

    თითოეული საგრანტო პროექტის დაახლოებითი ღირებულებაა 3 500 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია მინიმუმ 20%-ანი შრომითი ან ფულადი თანამონაწილეობა.

    საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

    განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 აპრილი.

    იხილეთ დეტალური ინფორმაცია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

    პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის…

    ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

    თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში…

    უფასო სასწავლო კურსები პანკისის სოფლების მცხოვრებლებისთვის

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში აცხადებს მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com