• weather cur airplane

    სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჯოყოლოში ბორჩაშვილების ეზოში ჩავარდა

    სამშაბათი, 09 მაისი 2017 16:44 view 973
    სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჯოყოლოში ბორჩაშვილების ეზოში ჩავარდა ფოტო: © ისლამ გორგიშვილი

    სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.

    „დილით მეზობლებმა გაიგეს ხმა. დაახლოებით, 9-10 საათზე რომ გავედით ბაღში, ვნახეთ, რომ რაკეტა იყო ჩამოვარდნილი. ჩემმა ძმამ მიწაში ჩაფლობილი ამოიღო. მარტო ერთი ცალი ვნახეთ.

    ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ სეტყვის საწინააღმდეგოდ გასროლილი რაკეტას ხალხს არ მოგვხვდეს. ეს რომ ადამიანს მოხვედროდა, ვერ გადარჩებოდა.

    რაკეტის ნაწილი სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია, სიგანე 5 სანტიმეტრი, წონა კი ერთ კილოგრამამდეა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY–ს გურიე ბორჩაშვილმა.

    კომპანია „დელტაში“, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მართავს, აღნიშნეს, რომ რაკეტის ნაწილი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

    „ჩამოვარდა ნაწილი, რომელშიც აქტიური ნივთიერებები 100%-ით გამომწვარია. ის პლასტიკატისგან არის დამზადებული და საფრთხეს არ წარმოადგენს. ასეთი რაღაც ხდება 10 000 რაკეტიდან ერთ შემთხვევაში, როდესაც რაკეტაში შესაძლოა არ ამოქმედდეს თვითლიკვიდატორი და შემდგომ რამდენიმე ნაწილად არ გაიყოს. როგორც წესი, რაკეტა მოქმედებიდან დაახლოებით 43-ე წამზე უსაფრთხო ნაწილებად იშლება. სეტყვას თან ახლდა ქარი და შესაძლოა, მან გადაისროლა ჯოყოლოში. მისი გასროლა 6,8 კილომეტის სიმაღლეზე ხდება“, - აცხადებს „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი კალატოზიშვილი.

    შეგახსენებთ, 2015 წელს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საცხოვრებელ სახლს დაეცა. რაკეტამ სახლის სახურავი გახვრიტა, საძინებელ ოთახში ჩავარდა და ბავშვის საწოლზე აფეთქდა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა, რადგან ბავშვი იმ საღამოს ნათესავთან იმყოფებოდა. ცეცხლის ჩაქრობა მეზობლებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს.

    „დელტას“ განმარტებით, მაშინ ერთ-ერთი ჭურვი, მწყობრიდან ტექნიკური ხარვეზის გამო გამოვიდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    შემოგვიერთდით

    სიახლეები

    მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

    ამ დღეებში მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.…

    გიდების მოსამზადებელი კურსი ახალგაზრდებისთვის – სწავლა უფასოა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იწვევს პანკისის ხეობაში, თუშეთსა და…

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა კონტრტერორიზმის კონფერენციაზე რეკომენდაციები წარადგინა

    ავსტრიის დედაქალაქ ვენაში „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) ყოველწლიური…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com