• weather cur airplane

    სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა

    ორშაბათი, 05 ივნისი 2017 23:47 view 2339
    სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 05 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.

    ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მუხმად ბაღაკაშვილი სირიაში 5 წლის წინ წავიდა. იქ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა:

    25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)
    20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
    24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
    21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
    30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
    34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
    26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
    39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
    39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
    24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
    22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
    24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
    18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
    24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
    23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

    ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანების მიზნით პანკისელების მასობრივად წასვლას თარხან ბათირაშვილს უკავშირებენ, რომლის გარდაცვალების თაობაზეც ინფორმაცია პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა 2016 წლის ივლისში დაადასტურეს. 30 წლის თარხან ბათირაშვილს „ისლამური სახელმწიფოს“ ომის მინისტრად მოიხსენიებდნენ.

    პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 2015 წლის ივნისში სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, აიუფ ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნეს სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. სკოლის მოსწავლეები სირიაში 2015 წლის 2 აპრილს წავიდნენ. 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთი მოსწავლის, რამზან ბაღაკაშვილის ოჯახს შეატყობინეს, რომ ის დაიღუპა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    შემოგვიერთდით

    სიახლეები

    მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

    ამ დღეებში მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.…

    გიდების მოსამზადებელი კურსი ახალგაზრდებისთვის – სწავლა უფასოა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იწვევს პანკისის ხეობაში, თუშეთსა და…

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა კონტრტერორიზმის კონფერენციაზე რეკომენდაციები წარადგინა

    ავსტრიის დედაქალაქ ვენაში „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) ყოველწლიური…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com