• weather cur airplane

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა კონტრტერორიზმის კონფერენციაზე რეკომენდაციები წარადგინა

    შაბათი, 17 ივნისი 2017 21:22 view 1301
    სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა კონტრტერორიზმის კონფერენციაზე რეკომენდაციები წარადგინა

    ავსტრიის დედაქალაქ ვენაში „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) ყოველწლიური კონტრტერორიზმის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, რომლის თემა ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა იყო, საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ეთერ ფანგანი მონაწილეობდა.

    წელს კონფერენცია ეუთოს თავმჯდომარემ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა და გაეროს ადამიანით ვაჭრობისა და ღირსების გადარჩენის კეთილი ნების ელჩმა, იეზიდმა უფლებადამცველმა ნადია მურადიმ გახსნეს.

    „ეუთოს რეგიონში მდებარე არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რადიკალიზაციისა და ტერორიზმისგან. მხოლოდ გაძლიერებული რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობით შეგვიძლია ვებრძოლოთ რადიკალიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის“.

    მჭიდრო თანამშრომლობა მედიასთან, განსაკუთრებთ სოციალურ მედიასთან ტერორისტული პროპაგანდის აღმოსაფხვრელად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის ეფექტურად გაცვლა და საზღვრების უკეთესად გაკონტროლება ქვეყნების შიგნით სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სებასტიან კურცმა.

    მისივე თქმით, ახალგაზრდები ყველაზე დაუცველები არიან ტერორისტული რადიკალიზაციისგან და საჭიროა, უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ მათი მონაწილეობა ძალადობრივ ექსტრემიზმში თავიდან იქნეს აცილებული.

    გაეროს კეთილი ნების ელჩმა ნადია მურადიმ, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისამდე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწფოს“ ტყვეობაში იყო, განაცხადა, რომ ტერორისტული აქტის გამართლება, სადაც არ უნდა მოხდეს ის, რელიგიით, ეთნიკური კუთვნილებით ან სხვა საფუძვლით დაუშვებელია.

    ეუთოს 2017 წლის კონფერენციას 500-მდე მაღალი რანგის მონაწილე დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ ავსტირიის შინაგან საქმეთა მინისტრი ვოლფგანგ სობოტკა, უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, ექსპერტები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეუთოს რეგიონიდან.

    მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ქვეყნებში ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალადობრივი ქსტრემიზმისა და რადიკალიზაციის [რომელიც ტერორიზმის საფუძველს ქმნის] აღმოფხვრა და პრევენცია.

    წლევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ძალადობრივი ესტრემიზმისა და რადიკალიზაციის აღმოფხვრისა და პრევენციის საქმეში ახალგაზრდების როლზე. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ხელშეწყობა ეუთომ 2017 წლის პრიორიტეტადაც გამოაცხადა.

    კონფერენციის მეორე დღეს შვიდ ახალგაზრდას, რომლებიც დასავლეთ ევროპას, შავი ზღვის რეგიონს, დასავლეთ ბალკანეთსა და ცენტრალურ აზიას წარმოადგენდნენ, საშუალება ჰქონდათ კონფერენციის მონაწილეთათვის გაეცნოთ რეკომენდაციები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში ეუთოს სამუშაო შეხვედრების დროს შეიმუშავეს.

    რეკომენდაციებში ყურადღება იყო გამახვილებული აღნიშნულ რეგიონებში ძალადობრივი ექსტერემიზმისა და რადიკალიზაციის გამომწვევ მიზეზებზე, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის გზებზე.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ფანგანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების გაძლიერება და ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა. აღინიშნა, რომ აუცილებელია ადგილობრივი თემის, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და მედიის მონაწილეობა. რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების დონის ამაღლება და კონტრ-ნარატივის გავრცელება ტერორიზმის პროპაგანდასთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ეფექტურად საბრძოლველად. [შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდების რეკომენდაციები იხილეთ სრულად აქ].

    კონფერენციის მონაწილეებმა ახალგაზრდების მიერ წარდგენილი რეკომენდაციები და წინადადებები გაიზიარეს.

    ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც 1972 წელს დაფუძნდა, დღეს 57 სახელმწიფოს აერთიანებს მსოფლიოს სამ კონტინენტზე - ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ამ ქვეყნებს შორის საქართველოც არის. საქართველოში ეუთოს მისია 1992 წელს გაიხსნა. 16 წლის განმავლობაში ეუთოს მისია საქართველოს მთავრობებს ისეთ დახმარებას უწევდა კონფლიქტების მოგვარებაში, დემოკრატიზაციაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    სირიაში კიდევ ერთი პანკისელის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ახლობლები არ ადასტურებენ

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას…

    პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

    პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის…

    ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

    თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com