• weather cur airplane

    სირიაში პანკისელი ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და 4 შვილთან ერთად

    ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 14:50 view 4659
    სირიაში პანკისელი ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და 4 შვილთან ერთად

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.

    ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილის და მისი ცოლ–შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან დღეს, დილით შეატყობინეს. ლევან ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. სირიაში იმყოფება ლევან ტოხოსაშვილის ძმაც. 

    გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

    ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა:

    25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)
    20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
    24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
    21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
    30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
    34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
    26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
    39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
    39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
    24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
    22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
    24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
    18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
    24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
    23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული

    2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის…

    სკოლაში ჰიჯაბის მოხსნის მოთხოვნა ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას – სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის…

    ახმეტაში ჩინოვნიკების ავტომანქანების რემონტზე ერთ თვეში 8 000 ლარი დაიხარჯა

    ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com