• weather cur airplane

    ახალი გადაცემები პანკისის სათემო რადიო WAY-ს ეთერში

    შაბათი, 30 სექტემბერი 2017 21:23 view 394
    ახალი გადაცემები პანკისის სათემო რადიო WAY-ს ეთერში

    "ქალების სიტყვა", ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა, "მთა და ლიტერატურა", "მთის კიდობანი" - პანკისის სათემო რადიო WAY-მ ახალი გადაცემების მომზადება დაიწყო.

    ახალი სეზონიდან საინფორმაციო გამოშვება ეთერში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 12-ზე, 15-ზე და 18:00 საათზე გავა. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორები გიამბობენ ხეობაში, რეგიონში, საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

    ვაგრძელებთ გადაცემას "ჩემი უფლებები", რომელიც ეთერში უცვლელ დროს, ყოველ სამშაბათს, 14:00 საათზე გავა და მას პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, ისლამ გორგიშვილი გაუძღვება. სტუდიაში მოწვეული იურისტები მოქალაქეებს დაეხმარებიან, უკეთ გაიგონ როგორ არის დაცული ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით მათი უფლებები და როგორ შეუძლიათ კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენება. გადაცემა საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მზადდება. პროექტის მიზანი პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებათა საკითხებზე განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

    სამშაბათობით, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, პანკისის ხეობის აქტუალური საკითხების, უახლესი ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბობთ ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი თავის საავტორო გადაცემაში.

    ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათზე, პანკისის ხეობის და კახეთის რეგიონის კვირის ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს დაუთმობს პირდაპირ ეთერს გადაცემა "მთავარი თემა", რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამზადებს.

    პანკისის სათემო რადიომ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით კიდევ ერთი გადაცემის მომზადება დაიწყო - "ქალების სიტყვა", რომელსაც მანანა მარგოშვილი გაუძღვება. "რა არის ქალების სიტყვა და რაზე ვისაუბრებთ ამ გადაცემაში - ყველაფერზე რაც პანკისის ხეობაში ქალთა კეთილდღეობას ეხება". "ქალების სიტყვა" ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე გავა. ახალი გადაცემის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრას, ადგილობრივი ქალების უნარების გაძლიერებას, წაახალისოს ისინი საზოგადოებრივი აქტიურობის გაზრდისთვის.

    პირველ გადაცემაში ავტორი გიამბობთ რა პრობლემები აწუხებთ პანკისში ქალებს; როგორია მათი მონაწილეობა ხეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ხედავენ თუ არა ისინი ამ პრობლემების მოგვარების გზად თვითმმართველობაში აქტიურ მონაწილეობას; რატომ არიდებენ პანკისში ქალები თავს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.

    მომდევნო გადაცემიდან კი გაიგებთ რა სირთულეების წინაშე დგებიან პანკისელი გოგონები სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში; როგორ ირჩევენ პროფესიას, თავისი სურვილით თუ მშობლების გადაწყვეტილებით; რატომ არის პანკისში ქალისთვის მიუღებელი ისეთი პროფესიები როგორიცაა მოდელობა, მსახიობობა, მომღერლობა ან ჟურნალისტობა.

    5 ოქტომბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ეთერში ბრუნდება თოქ შოუ "მე და სახელმწიფო", რომელსაც ნაზი დაქიშვილი უძღვება. გადაცემაში გიამბობთ პრობლემებზე რომლის წინაშე ვდგავართ და რეფორმებზე, რამაც ჩვენი ცხოვრება უნდა შეცვალოს.

    ვინც სამშაბათობით ვერ მოახერხებთ "ჩემი უფლებების" გაცნობას, გადაცემის განმეორებით მოსმენა ყოველ პარასკევს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე შეგეძლებათ.

    ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე ზოოლოგი ზურაბ გურიელიძე მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ გადაცემაში "მთის კიდობანი". გადაცემას საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია გამოცემა mtisambebi.ge თბილისის ზოოპარკთან თანამშრომლობით ამზადებს.

    ასევე, ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ გიამბობთ ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი გადაცემაში "მთა და ლიტერატურა". ამ გადაცემასაც mtisambebi.ge ამზადებს და ექსკლუზიურად აძლევს მისი რადიო ეთერით მოსმენის შესაძლებლობას პანკისის ხეობის მცხოვრებლებს.

    კვირას ეთერს უმეტესად კავკასიურ მუსიკას ვუთმობთ.

    ჩვენ ღია ვართ სათანამშრომლოდ. სათემო რადიოში სამუშაოდ არ მოდიან მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტები. აქ მოდიან ადგილობრივი მცხოვრებნიც, მოქალაქეები, რომლებიც ინტერესდებიან თემის პრობლემატიკით, ხდებიან სოციალურად აქტიურები და პარალელურად იძენენ ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სათემო რადიოს წარმატება სათემო აქტივისტებშია. ჩვენი მიზანია სარგებელი მოვუტანოთ თემს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" პანკისელი მარიამ მარგოშვილი გახდა

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ…

    ახმეტაში საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციული სია 9 პარტიას აქვს წარდგენილი

    2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საოლქო…

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს განცხადება

    პანკისის სათემო რადიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com