• weather cur airplane

    უჯარმაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

    ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 14:25 view 978
    უჯარმაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

    საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ლადას“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. დაშავებულებს შორის ოთხი პანკისის ხეობიდან არის. ისინი პანკისიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

    პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ პროკურატურის წინ დაგეგმილ აქციაში და 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ნუგზარ ქავთარაშვილის გათავისუფლება მოეთხოვათ. ქავთარაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ის უდანაშაულოა და იარაღი „ჩაუდეს“. ნუგზარ ქავთარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია შარშან პანკისის ხეობაშიც გაიმართა.

    წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მაღალი სიჩქარით მოძრაობა გახდა. დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" პანკისელი მარიამ მარგოშვილი გახდა

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ…

    ახმეტაში საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციული სია 9 პარტიას აქვს წარდგენილი

    2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საოლქო…

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს განცხადება

    პანკისის სათემო რადიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com