• weather cur airplane

    ახმეტაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული

    შაბათი, 23 სექტემბერი 2017 16:01 view 2291
    ახმეტაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული

    2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს ახმეტის საოლქო - საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, მერობის კანდიდატები არიან:

    ნუკრი ბართიშვილი - ლეიბორისტული პარტიიდან, - ბიზნესმენი, საფეხბურთო სკოლების „კახეთი“, „ერთობა“ და „იბერია“ დირექტორი და მეწილე.

    შაქრო ტერტერაშვილი - ნაციონალური მოძრაობიდან, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თვითმმართველობის ორგანოებზე ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი;

    იოსებ ქარუმაშვილი - ქართული ოცნებიდან, - ბიზნესმენი, ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე 2010-2014 წლებში;

    ჯუმბერ შაშიაშვილი - გიორგი ვაშაძის პარტიიდან, - ფერმერი, კოოპერატივ „მოდი მნახე“–ს დირექტორი.

    გელა ჭვრიტიძე - ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველოდან. მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში.

    თინათინ მოზაიძე - პატრიოტთა ალიანსიდან, - პარტიის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

    ბიძინა გოგოლაშვილი - ტრადიციონალისტთა კავშირიდან. მის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.

    ირაკლი უჯირაული - ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობიდან, - ახმეტის საკრებულოს ფრაქციის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თავმჯდომარე.

    თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საარჩევნო ოლქში 30 024 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

    არჩევნებთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიო WAY მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, წინასაარჩევნო დებატების რეჟიმში პირდაპირ ეთერს 10 ოქტომბრიდან დაუთმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" პანკისელი მარიამ მარგოშვილი გახდა

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ…

    ახმეტაში საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციული სია 9 პარტიას აქვს წარდგენილი

    2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საოლქო…

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს განცხადება

    პანკისის სათემო რადიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com