• weather cur airplane

    მე და სახელმწიფო - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა

    ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:27 view 692
    მე და სახელმწიფო - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა

    ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 24 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივიდან 3 პანკისის ხეობაშია. კოოპერატივი „ურთანაული“ სოფელ ძიბახევში მეფუტკრეობას მისდევს, „სპეროზა“ და „პანკისი 2015“ კი სოფელ დუისში რეგისტრირებული მესაქონლეობის კოოპერატივებია. „პანკისი 2015-ის“ თავმჯდომარე ნოდარ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არსებულ კოოპერატივებს განვითარებაში უშლის ხელს.

    როგორ ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და შეწყვეტა; რა პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის;

    გადაცემის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
    გიორგი მიშელაძე - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე;

    სიუჟეტის ავტორია - დიანა გაურგაშვილი; გადაცემას უძღვება - ნაზი დაქიშივილი.

     

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" პანკისელი მარიამ მარგოშვილი გახდა

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ…

    ახმეტაში საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციული სია 9 პარტიას აქვს წარდგენილი

    2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საოლქო…

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს განცხადება

    პანკისის სათემო რადიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com