• 2-3 წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი სადაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი არ იქნება - ქუმსიშვილი

    პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 14:26 view 3198
    2-3 წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი სადაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი არ იქნება - ქუმსიშვილი

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინტერნეტთან წვდომა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში თანაბრად უნდა იყოს შესაძლებელი. ქუმსიშვილის თქმით, 2-3 წელიწადში ინტერნეტის პრობლემა საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მოგვარდება.

    როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტის „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, ინტერნეტიზაციის პროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

    „ჩვენ ქვეყანაში ორ-სამ წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ჩვენი სამინისტროს ძირითადი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ მივიტანოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ინტერნეტთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

    დიმიტრი ქუმსიშვილმა ის პროექტები და პროგრამები მიმოიხილა, რომლებიც ხელისუფლებამ ინოვაციების, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. მისი თქმით, დამწყები ბიზნესის, ინოვატორების ხელშესაწყობად პირველ რიგში სახელმწიფოს ხედვა აუმნიშვნელოვანესი.

    ქუმსიშვილის განცხადებით, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]