• არგოხის იპოდრომზე 5 ნოემბერს საშემოდგომო დოღი გაიმართება

    ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 17:39 view 4940
    არგოხის იპოდრომზე 5 ნოემბერს საშემოდგომო დოღი გაიმართება

    5 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და ექვსიათას მეტრზე გაიმართება. საპრიზო ფონდი 1 500 ლარია, რომელიც პირველი სამი ადგილის მფლობელზე განაწილდება.

    დოღი, მესამე წელია გაზაფხულსა და შემოდგომაზე, „თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების“ ორგანიზებითა და ღვინის კომპანია „დანიელის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება. „თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების“ წარმომადგენლის სოსო ბაბულაიძის თქმით, საპრიზო ფონდი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

    დოღში მონაწილეობისთვის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ტელეფონის საშუალებით, ნომერზე: 599-23-11-32.

    ორგანიზატორების თქმით, დოღის ჩატარების მიზანი თუშური ტრადიციების შენარჩუნებაა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]