• დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 7 მაისს პანკისში გაიმართება

    სამშაბათი, 25 აპრილი 2017 21:12 view 4614
    დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 7 მაისს პანკისში გაიმართება

    ქართულ ტრადიციულ მეფუტკრეობაზე სტუდია EcoFilms-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 7 მაისსს, 17:00 საათზე, პანკისში, სოფელ დუისის კულტურის სახლში გაიმართება. ტელევიზიით ფილმის ჩვენება ჯერ არ მომხდარა და ის არც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი.

    ფილმი მთიანი აჭარის ველურ ბუნებაშია გადაღებული და ნაჩვენებია ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობა. ოდესღაც, სანამ მოაშინაურებდნენ, ფუტკარი თაფლს ხის ფუღუროში აგროვებდა. ადამიანმაც უკვე მოშინაურებული ფუტკარი ხის დიდი მორებისგან გაკეთებულ ფუღუროში დააბინავა. ამ ფუღუროს კი ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა. მეფუტკრეობის ასეთი უძველესი ტრადიცია დღეს საქართველოში მხოლოდ მთიან აჭარაშია შემორჩენილი.

    ფილმში ასევე ნაჩვენებია კავკასიური მურა დათვისა და მგლების შებრძოლება, როჭოების საქორწინო რიტუალები, მამალი როჭოები როგორც ცდილობენ დედალ როჭოებს თავი მოაწონონ, ბათუმის ძაბრი და გადამფრენი ფრინველები, წარმოჩენილია ეკოტურიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები.

    ფილმის რეჟისორი ნიკა წიკლაურია. ის ჰელენ ბრედბერისთან ერთად არის პროდიუსერიც, დამდგმელი ოპერატორია გია ვაწაძე, ოპერატორი - ნიკა ქერდიყოშვილი, მემონტაჟე - ელენე ასათიანი, კომპოზიტორი - დავით მალაზონია.

    ფილმის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps), ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

    პანკისში ფილმის ჩვენება პანკისის სათემო რადიო WAY–ს და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]