• weather cur airplane

    „პანკისობა“ 30 სექტემბერს გაიმართება

    სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 16:20 view 690
    „პანკისობა“ 30 სექტემბერს გაიმართება

    სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ 30 სექტემბერს სოფელ დუისში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა განუცხადა, წლევანდელი პანკისობა ყველაზე გამორჩეული იქნება, რაც კი აქამდე ჩატარებულა.

    მისი თქმით, „პანკისობის“ ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

    ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, გამოვლინდებიან ხეობის საპატიო მოქალაქეები და დაჯილდოვდებიან წარმატებული მოსწავლეები. ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება კონცერტიც.

    „ამ ღონისძიების მომზადებაში ჩართულები ვართ სხვადასხვა სამინისტროების, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გვინდა, რომ ამ ღონისძიებას მივცეთ უფრო მეტი მნიშვნელობა. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვა ხეობაში. მინდა ვუთხრა ყველას, რომ არ გამოაკლდეთ არავინ და 2017 წლის პანკისობა განსაკუთრებით აღვნიშნოთ“, – აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.

    უახლოეს პერიოდში პანკისში დაგეგმილია ქართულ–ვაინახური ფოლკლორის ფესტივალიც, რომელიც პანკისის სათემო რადიო WAY–ს ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხადორში ჩატარდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის…

    11 წლის ირაკლი ქავთარაშვილმა ათენში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

    ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა 11 წლის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა…

    პანკისის სათემო რადიომ „ეთნიკური მრავალფეროვნების“ კონკურსში გაიმარჯვა

    პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]