• ბათუმში ახალგაზრდა პანკისელი ფოტოგრაფების ნამუშევრები გამოიფინება

    სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 15:00 view 3619
    ბათუმში ახალგაზრდა პანკისელი ფოტოგრაფების ნამუშევრები გამოიფინება

    გამოფენა, რომელიც პანკისისა და ზემო აჭარის ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 10 ნოემბერს გაიხსნება.

    პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში ფოტოკლუბები 2015-2017 წლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.

    „კლუბების წევრები რამდენიმე თვე წავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის განმავლობაში მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა - ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან“, - ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებაში.

    პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეა ის არის, რომ კლუბებმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ მუშაობა, ძველმა წევრებმა კი ფოტოგადაღება ახალ წევრებს ასწავლონ.

    პანკისელი და ზემო აჭარელი ახალგაზრდა ფოტოგრაფების 50-მდე ნამუშევარი რამდენიმე დღის წინ თბილისში, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი.

    პანკისისა და ზემო აჭარის ფოტოკლუბები სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო.

    ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]