• weather cur airplane

    სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორიას უნებართვოდ თხრიდნენ

    ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 15:09 view 869
    სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორიას უნებართვოდ თხრიდნენ

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა.

    არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული ცნობა, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა, სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა.

    „მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია“, - განაცხადეს სააგენტოში.

    კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც ფაქტზედაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

    პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის მიერ უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

    ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე - პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ქურდობაში ბრალდებულ სუს-ის ოდეერს ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს

    ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის…

    გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება - გამბულატოვი

    2018 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები…

    თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ორჯერ არ უსვრიათ – ადვოკატი

    პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]