• წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს - სახალხო დამცველი

    პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 16:35 view 3484
    წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს - სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი იქნა მოკლული, 2000-ზე მეტ შემთხვევაში კი პოლიციამ დაცვის ღონისძიება გამოიყენა.

    როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი. მათივე ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება სამართალდამცავ უწყებაში დანაშაულებრივ ქმედებამდე შევიდა თუმცა, დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.

    „ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

    სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. სახალხო დამცველი სთხოვს იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

    გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის მოწოდებას მთავრობის მიმართ შეიქმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა.

    „ამგვარი მონიტორინგის სისტემა მოემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის ამ უმძიმესი ფორმის შესახებ ცნობადობის გაზრდას, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გაძლიერებას და რაც უმთავრესია, ამ ტიპის დანაშაულის პრევენციას“, - განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.

    სახალხო დამცველი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მოწოდებას გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა, იგივე ფემიციდის მონიტორინგის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

    25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]