• სახალხო დამცველი – პანკისში ორგანიზაციებს მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია უნდა ჰქონდეთ

    ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 13:07 view 4013
    სახალხო დამცველი – პანკისში ორგანიზაციებს მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია უნდა ჰქონდეთ

    საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიოს 3 იანვარს პანკისში მომხდარი ფაქტი, როდესაც უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისია განთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს.

    „გამოძიების შედეგებმა არ უნდა დატოვოს შეკითხვები საზოგადოებაში, ხოლო, გამოძიების დასრულებამდე გაუმართლებელია რომელიმე ჯგუფის მიმართ ბრალდებების გამოთქმა, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს ყველა მხარე“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
    სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უსაფრთხოებისა და მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია ჰქონდეთ.

    10 იანვარს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და აპარატის სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე დაესწრნენ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში გამართულ დისკუსიას „დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“.

    ადგილობრივი სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე პანკისში არსებულ ზოგად მდგომარეობზე, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, ახალგაზრდების ინტერესებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციების მონაწილეობაზე და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს სალაფიტური თემის მიმართ გაჟღერებული კრიტიკისა და ამ საკითხებისადმი მათი ხედვების შესახებ.

    სათემო რადიოს მიერ ორგანიზებული დისკუსიის ძირითადი თემა ბოლო პერიოდში პანკისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სათემო რადიოს საქმიანობა და პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განხილვა იყო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]