• სახალხო დამცველმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმთა დისკრიმინაცია დაადგინა

    სამშაბათი, 02 მაისი 2017 17:46 view 4423
    სახალხო დამცველმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმთა დისკრიმინაცია დაადგინა

    საქართველოს სახალხო დამცველმა საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით მუსლიმთა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა სავიზო/საბაჟო კონტროლის დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, უწყებებმა რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლები ეტაპობრივად უნდა გადაამზადონ.

    დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.

    განცხადება მუსლიმი თემის წარმომადგებლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა.  

    საქმეში განმცხადებლები (ჯ.ა, ნ.დ და მ.ნ) უთითებდნენ საზღვრის კვეთის დროს შექმნილ თვითნებურ ბარიერებზე, გაუმართლებელ და ხანგრძლივ დაყოვნებებზე, რელიგიური კუთვნილების საკითხებზე დაკითხვებსა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

    EMC–ის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ განმცხადებლები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი საათი დააყოვნა, რელიგიურ კუთვნილებასა და თურქეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით დაკითხა და პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევით დაემუქრა. მათივე მტკიცებით, საპატრულო შემოწმების საგანი განმცხადებლების რელიგიური კუთვნილება და საქმიანობა მუსლიმად იდენტიფიცირების შემდგომ გახდა. თავის მხრივ, მათი დაყოვნებისა და გამოკითხვის პროცესში სხვა პირები  საზღვარს ყოველგვარი გართულებისა და შეჩერების გარეშე კვეთდნენ.

    „საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტმა  სავიზო/საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ცალკეული გადაცდომების მიღმა სისტემური დისკრიმინაციული პრაქტიკის იდენტიფიცირება მოახდინა და შედეგად დაზარალებული სხვა პირებიც გამოკითხა.

    გამოკითხვის დროს, მათ შორის გამოვლინდა ქალების ჩხრეკისა (მათ შორის, გაშიშვლების), დაჯარიმების თაობაზე უსაფუძვლო დაშინების, ისლამოფობიურ წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული ენის გამოყენების შესაძლო ფაქტები.

    განსახილველ საქმეში სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა მათი მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით მოხდა.

    სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნებაყოფლობით გადაცემულ ნივთების ნუსხაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ლიტერატურაა და ისიც მხოლოდ ისლამის შესახებ, მათ შორის, ყურანი.

    სახალხო დამცველის შეფასებით, რელიგიურ ლიტერატურაზე საკუთრების უფლების ნაბაყოფლობითი დათმობა, ძირითად შემთხვევებში საბაჟო-გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან მუსლიმების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და არ არსებული ჯარიმების დაკისრების შიშით, ასევე პირადი ხასიათის შეკითხვების დასმის გზით მიიღწეოდა.

    სახალხო დამცელის განცხადებით, მსგავს სიტუაციებში განმცხადებლებსა და სხვა პირებს საკუთარი რეალური სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ მოქმედება, რაც, მათ შორის, რელიგიური იდენტობასთან დაკავშირებული პირადი გამოკითხვების გათვალისწინებით, რელიგიის თავისუფლებით დაცულ შიდა სფეროში ჩარევად უნდა შეფასდეს.

    რეკომენდაციის თანახმად, განმცხადებლები და სხვა პირები [მუსლიმები], მსგავს ვითარებაში იმყოფებოდნენ, კერძოდ რელიგიური ლიტერატურისა და ატრიბუტიკის შემოტანის შეზღუდვის მიზნით, ყველა მათგანის მიმართ გამოიყენეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა, საბაჟო გადასახადის გაზრდა, მუფტის წერილობითი თანხმობის მოთხოვნა. ამასთან სხვა პირებთან შედარებით, ყველა მათგანის მიმართ გამოიყენეს შემოწმების ხანგრძლივი პერიოდი, რა დროსაც მათ უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს, გარეგნობის, წარსულისა და თურქეთში კავშირების შესახებ.

    სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხული პირების საზღვრის კვეთისას დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები, ემსახურება მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე.  

    აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის დისკრიმინაციის პრობლემაზე სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია უკვე მეორე გადაწყვეტილებაა. პირველი რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მუსლიმური პანსიონატის შენობის კანალიზაციის სისტემაზე დაერთებაზე დისკრიმინაციული უარის ფაქტს შეეხებოდა. აღნიშნულ საქმეზე საზღვრის კვეთის საქმის მსგავსად, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს ანტიისლამური წინასწარგანწყობების საპასუხოდ და გასაქარწყლებლად სპეციალური პოზიტიური საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]