• weather cur airplane

    მიკაილ კადიევმა ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით მეორედ მიმართა

    პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 18:53 view 796
    მიკაილ კადიევმა ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით მეორედ მიმართა

    წარმოშობით დაღესტნელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიკაილ კადიევმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. მიკაილ კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სამინისტრო კადიევისსაქმეს მესამედახალი კანონის საფუძველზე განიხილავს, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

    ადვოკატის განმარტებით, კადიევის საქმე აქამდე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით განიხილებოდა, რომელიც 2016 წლის ბოლოს ძალადაკარგულად გამოცხადდა.

    „2017 წლიდან ძალაში შევიდა კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომლითაც აქამდე განიხილებოდა კადიევის საქმე. ახალი კანონი შესაბამისობაშია დასავლურ სტანდარტებთან და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან. ის არ იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას დაუფლებების დაცვისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, განსხვავებით ძველი კანონისგან, რომელიც ამ თვალსაზრისით უხარისხო იყო. ახალი კანონის გამო ხელახლა მოვითხოვეთ წარმოების დაწყება თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ახალი კანონით, წარმოების პროცესში ახალი სუბიექტი - პროკურატურა შემოდის და დავაყენეთ შუამდგომლობა, ის ფალსიფიცირებული საქმე, რომელიც რუსეთში კადიევის წინააღმდეგ არის აღძრული, გამოითხოვონ და მასზე ახალი კანონის შესაბამისად იმსჯელონ“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

    მიკაილ კადიევმა და მისმა ადვოკატმა ლტოლვილთა სამინისტროს დაღესტანში მოქმედი 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილიც წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, კადიევი რუსეთში იდევნება მრწამსის, გამოხატვის თავისუფლების და ასევე, უფლებადაცვითი საქმიანობის გამო. არასამთავრობოების განცხადებით, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაშიმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

    მიკაილ კადიევი 4 წელია საქართველოში თავშესაფრის მიღებას ცდილობს. რამდენიმე კვირის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, როლითაც კადიევს უარი უთხრეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]