• weather cur airplane

    თემირლან მაჩლიკაშვილის ოჯახი გამოძიების მასალებზე სრულ დაშვებას ითხოვს

    ორშაბათი, 12 მარტი 2018 14:03 view 896
    თემირლან მაჩლიკაშვილის ოჯახი გამოძიების მასალებზე სრულ დაშვებას ითხოვს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომლის ადვოკატიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების სრული დაშვება საქმის მასალებზე. 

    თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც EMC-ს განცხადებით, გავლენას ახდენს გამოძიების პროცესში მათ სრულფასოვან მონაწილეობაზე.

    „ამის მიუხედავად, სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაუშვა ოჯახის წევრებისა და მათი ადვოკატების წვდომა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალების ნაწილზე. პროკურატურის ეს ნაბიჯი პოზიტიურად უნდა შეფადეს, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე მომუშავე ადვოკატებს არ გააჩნიათ წვდომა სუს-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3311 (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა) მუხლის ქვეშ მიმდინარე გამოძიების საქმის ცალკეულ მასალებზე, ასევე პროკურატურის მიერ სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომელსაც არსებითი მნიშნელობა აქვს სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხების შეფასებისთვის“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, დაშვება შეზღუდულია ისეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე, როგორიცაა სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილების დოკუმენტი; დაკავებული პირების მხრიდან მომდინარე რისკების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები, რომელიც დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურების ამ მასშტაბის ძალის გამოყენებით განხორციელების აუცილებლობას დაასაბუთებს; სუს-ის თანამშრომლების მიერ ძალის გამოყენების წესებისა და პირობების მარეგულირებელი აქტი; საქმესთან დაკავშირებით დაკითხული სუს-ის იმ თანამშრომლების ჩვენებები, რომლებმაც დაგეგმეს, ხელმძღვანელობდნენ და უშუალოდ განახორციელეს ოპერაცია, მათ შორის, უშუალოდ განახორციელეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ; შემთხვევის ადგილზე ხელყუმბრის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტო და სხვა მასალა, სპეცოპერაციის დროს და პოსტფაქტუმ სპეცრაზმელებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის ფორმალური კომუნიკაციის ამსახველი მასალები (ანგარიში, სატალეფონო კომუნიკაცია და ა.შ.).

    ამ ინფორმაციის გაცნობის მოთხოვნით EMC-იმ გამოძიებას რამდენჯერ მემიმართა, თუმცა თბილისის პროკურატურამ უარი განაცხადა.

    EMC თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სუს-ის მითითებით შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ხელყუმბარის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების ამოღება სუს-ის გამომძიებლების მიერ განხორციელდა და ამოღებულ ნივთებზე ექსპერტიზაც სუს-ის მიერ დაინიშნა.

    „საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ამოღებისა და დამაგრების პროცესში იმთავითვე მიკერძოებული უწყების მონაწილეობა არსებით სადავოს ხდის მიმდინარე გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობას. აღსანიშნავია, რომ როგორც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალები აჩვენებს, სუს-ის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული საქმის მასალების გამოთხოვა სუს-გან პროკურატურამ გვიან ეტაპზე, მხოლოდ 2018 წლის 8 თებერვალს (1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ) განახორციელა, რაც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს EMC.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    დაპირისპირება პანკისში ადგილობრივებსა და გარემოს დაცვის ინსპექტორებს შორის

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში,…

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს…

    პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

    95 წლის ასაკში, პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა.
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]