ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის იურისტის, თამთა მიქელაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი განაცხადი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება.
სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ, სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ დრომდე არ გამოიძია.