• weather cur airplane
    ადამიანის უფლებები

    ლიტვაში, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე დააკავეს. ლიტვური მედიის ინფრმაციით, ზურაბ მაისურაძე ლიტვაში უკრაინიდან ჩაფრინდა.

    სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ, სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ დრომდე არ გამოიძია.

    გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემით ომბუდსმენის აპარატისთვის პანკისის ხეობაში მცხოვრებ არცერთ ქალს არ მიუმართავს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმართვიანობის არარსებობა, ხეობის სოფლებში ძალადობის შემთხვევებს არ გამორიცხავს.

    სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი იქნა მოკლული, 2000-ზე მეტ შემთხვევაში კი პოლიციამ დაცვის ღონისძიება გამოიყენა.

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.

    სიახლეები

    სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    „მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა…

    გელა სამხარაული პანკისში ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს

    ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე,…

    ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რატომ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    „შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]