• კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უჩივის

    პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 11:05 view 4159
    კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უჩივის

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უჩივის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახმეტის გამგეობა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საჯარო ინფორმაციას არ აძლევს იმ მიზეზით, რომ როგორც თავად განმარტავენ, მისი რედაქტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.

    2016 წლის 01 სექტემბერს კახეთის სიანფორმაციო ცენტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, 2015 წლის 1–ლი იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე, ასევე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეებზე;

    5 სექტემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ასევე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2015 წლის 1–ლი იანვრიდან ინფორმაციის გაცემის დღემდე რამდენჯერ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მივლინებით მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, უცხო სახელმწიფოში მიმწვევი პირის ვინაობა, ორგანიზაციის დასახელება; მივლინების მიზანი და მიღწეული შედეგი (ხელშეკრულების ან მემორანდუმის გაფორმება; კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაში მონაწილეობა და სხვა); მივლინებაში ყოფნის დრო (წასვლისა და დაბრუნების თარიღები); მივლინებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული თახნის ოდენობა (მგზავრობის ღირებულება, შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯები, სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები);

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ. ამავე მუხლის პირველი პუნქტი საჯარო ინფორმაციის გასაცემად ადგენს მაქსიმუმ 10 დღიან ვადას და ამ შემთხვევაშიც, კანონი განსაზღვრავს, რა აუცილებელი გარემოებები უნდა არსებობდეს საჯარო ინფორმაციის გასაცემად მაქსიმალური ვადის გამოსაყენებლად. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოებები არ არსებობდა.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საჩივრით მუნიციპალიტეტის გამგებელს და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. ამავე დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრი სარჩელის შეტანას გეგმავს სასამართლოში.

    ამ თემაზე:

    ახმეტის გამგებელი – ნეგატიური დამოკიდებულების გამო არ გაძლევთ საჯარო ინფორმაციას

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]