• პანკისის სოფლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების პრობლემაა [Video]

    ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 12:15 view 4546
    პანკისის სოფლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების პრობლემაა [Video]

    პანკისის ხეობის სოფლებიდან წინუბნიდან, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნიდან დუისის საჯარო სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამით, მხოლოდ 2 მიკროავტობუსი ემსახურება. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორმა 16 ნოემბერს დაითვალა, რომ ერთ მიკროავტობუსს 19, ხოლო მეორე მიკროავტობუსს 26 მოსწავლე გადაჰყავდა. მოსწავლეები მიკროავტობუსებში ფეხზეც იდგნენ.

    მოსწავლეთა ნაწილი კი სკოლაში არ დადის.

    სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორის ლილი სვიაკაურის განმარტებით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთი თვის წინ მიმართა.

    „ეს პრობლემა ნაცნობია სკოლისთვის, რესურსცენტრისთვის, განათლების სამინისტროსთვის. მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეთა მობილობის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. წინუბნიდან მოსწავლეთა რაოდენობა გახდა 39, ხოლო მეორე მიმართულებაზე 28. გამომდინარე აქედან, მოსწავლეთა ტრანსპორტირება გაძნელდა. ამიტომ მივართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორივე მიმართულებაზე დამატებითი ტრანსპორტის გამოყოფის თხოვნით. ყველა მოსწავლე უნდა იჯდეს და ასე ხდებოდეს ტრანსპორტირება. იმედია დადებითად გადაწყვეტენ ამ საკითხს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნას“, – განუცხადა სათემო რადიოს დუისის სკოლის დირექტორმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]