• პანკისელი ახალგაზრდები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ

    ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 11:11 view 3237
    პანკისელი ახალგაზრდები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ

    პანკისის ხეობის ახალგაზრდული კლუბის წევრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს შეხვდნენ. მინისტრმა პანკისელ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უმასპინძლა.

    გიგლა აგულაშვილი მოსწავლეებს სამინისტროში განხორციელებული და სამომავლო გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

    მინისტრთან შეხვედრისას ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვით გამოწვეულ პრობლემებზე, ჰაერის დაბინძურების, საწვავის ხარისხის და დასახლებულ პუნქტთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოების საკითხებზე.

    „ძალიან ბევრი კითხვა მივიღე, კიდევ ბევრ კითხვაზე დარჩა პასუხი გასაცემი. რაც ყველაზე მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ცნობისმოყვარეობა, ეს არის ჩართულობის სურვილი. ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ძალიან მალე მე თვითონ ჩავალ სტუმრად ჩვენს თანამშრომლებთან ერთად და უკვე ჩვენი სპეციალისტების მონაწილეობით, ახალგაზრდებთან ერთად დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

    გიგლა აგულაშვილმა პანკისელ ახალგაზრდებს პლასტმასის ბოთლების გადამუშავების მიზნით მცირე საამქროს მოსაწყობად საგრანტო მხარდაჭერაც შესთავაზა.

    პანკისელმა ახალგაზრდებმა მინისტრს მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში დახმარება სთხოვეს. მინისტრი მათ პანკისის ნიადაგისა და კლიმატისთვის შესაბამისი ნერგების გადაცემას დაპირდა.

    მინისტრის განცხადებით, ხეობაში ვიზიტისას ის პანკისში ექსპრეს ლაბორატორიასაც ჩაიტანს და პანკისის ხეობაში ჰაერის ხარისხს შეამოწმებენ. „დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრობთ, მაგრამ თქვენთან ერთად ეს ლაბორატორიულად დავადასტუროთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

    გიგლა აგულაშვილთან შეხვედრამდე პანკისის ახალგაზრდული კლუბის წევრები გუდაურში იმყოფებოდნენ, სადაც სამთო–სათხილამურო კურორტის მუშაობას გაეცნენ, გონდოლებით გაისეირნეს და გარემოსდაცვით და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე გოგა ჩანადირის ლექცია მოისმინეს.

    პანკისის ახალგაზრდული კლუბი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის მხარდაჭერით შექმნა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.

    გამოყენებულია გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ფოტოები

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]