• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა

    შაბათი, 15 აპრილი 2017 14:31 view 3570
    ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც წარადგენენ ესეს თემაზე - „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“.

    კონკურსი 13 აპრილს დაიწყო და 20 მაისს დასრულდება. მისი მიზანია ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

    სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია გამოავლენს 4 გამარჯვებულს. შეფასების კრიტერიუმებია: შინაარსის თემასთან შესაბამისობა; თხრობის, აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი; ტექსტის გრამატიკულ-შინაარსობრივი გამართულობა.

    გამარჯვებულებს 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დიპლომებსა და პლანშეტებს გადასცემს.

    მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მოსწავლეთა ნამუშევრები მიიღება როგორც ელექტრონული, ასევე ნაბეჭდი და ხელნაწერი სახით. ესეს მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 150 სიტყვა. ნამუშევრის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

    ელექტრონული ფორმით ესეს გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. ხელნაწერი ესე კი უნდა ჩაბარდეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, მისმართზე: თბილისი, გ. ლეონიძის 3/5; საკონტაქტო პირია: მანანა მჭედლიშვილი, ტელ: 577 999 773.

    ინიციატივას მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ასოციაცია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]