• საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლების 82 პროცენტი არაკვალიფიციურია

    პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:43 view 2980
    საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლების 82 პროცენტი არაკვალიფიციურია

    საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში დასაქმებული 10 990 სპორტის მასწავლებლიდან შესაბამისი პროფესიული განათლება მხოლოდ 1 889 მასწავლებელს, ანუ 18 %-ს აქვს მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული, რომელიც ოფიციალურად 14 აპრილს გამოქვეყნდა.

    საქართველოში სულ 2 085 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაა, სადაც სპორტის მასწავლებლების 82 %, ესე იგი 9 101 მასწავლებელს შესაბამისი პროფილის განათლება მიღებული არა აქვს. მათგან ნახევარზე მეტი წარმოადგენს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, ხოლო მეორე ნაწილი იმ მასწავლებლებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ სხვა დარგში.

    დასკვნაში აღნიშნულია, რომ სპორტის კვალიფიციური მასწავლებლები დასაქმებული არიან 112 საჯარო სკოლაში, არაკვალიფიციური - 677 სკოლაში, ხოლო 1 196 სკოლაში - როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური მასწავლებლები.

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული საკითხი უარყოფითად აისახება სპორტის გაკვეთილების ხარისხზე. ამასთან, არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვამ მოზარდებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები და ტრავმები.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]