• ქორეთში დაწყებითი სკოლის შენობა გარემონტდება

    სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 11:36 view 3819
    ქორეთში დაწყებითი სკოლის შენობა გარემონტდება

    პანკისის ხეობაში მდებარე სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 15 653 ლარის დახარჯვა იგეგმება.

    სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) ახმეტის გამგეობამ 2017 წლის 1 სექტემბერს გამოაცხადა. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 17 სექტემბრიდან დაიწყება და 22 სექტემბრის 15.00 საათზე დასრულდება. 

    შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია იატაკისა და სახურავის შეკეთება, კარების შეცვლა, ჭერის და კედლების მოპირკეთება და შეღებვა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დამთავრდეს.  

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]