• weather cur airplane

    სირიაში 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა

    ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 15:31 view 2244
    ფოტოზე მარცხნივ მუსლიმ კუშტანაშვილი, მარჯვნივ - რამზან ბაღაკაშვილი ფოტოზე მარცხნივ მუსლიმ კუშტანაშვილი, მარჯვნივ - რამზან ბაღაკაშვილი

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ დუმასტურის მკვიდრი 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა. ის სირიაში 2015 წლის აპრილში წავიდა, მაშინ 16 წლის იყო და ომალოს სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა.

    მუსლიმის მშობლებს ბავშვისთვის ქვეყნიდან გასვლაზე კანონით სავალდებულო ნებართვა არ მიუციათ, თუმცა არასრულწლოვანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გაფრენა უპრობლემოდ მოახერხა, იქიდან კი სირიაში გადავიდა. მასთან ერთად სირიაში წავიდა 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი, რომელიც ომალოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გასული წლის დეკემბერში დაიღუპა.

    მუსლიმი კუშტანაშვილის ოჯახში, რომელიც სოფელ დუმასტურში ცხოვრობს, სამძიმარს იღებენ. 

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 25 პანკისელი ემსხვერპლა:

    18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2017)
    25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)
    20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
    24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
    21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
    30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
    34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
    26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
    39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
    39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
    24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
    22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
    24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
    18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
    24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
    23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის…

    11 წლის ირაკლი ქავთარაშვილმა ათენში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

    ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა 11 წლის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა…

    პანკისის სათემო რადიომ „ეთნიკური მრავალფეროვნების“ კონკურსში გაიმარჯვა

    პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]