• პანკისში სოციალური კაფე და შშმ პირთა დღის ცენტრი დაიხურა

    კვირა, 08 ოქტომბერი 2017 20:13 view 4175
    პანკისში სოციალური კაფე და შშმ პირთა დღის ცენტრი დაიხურა

    პანკისის ხეობაში სოციალური კაფე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი „მედინა 2015“ დაიხურა. კაფე 2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტით გაიხსნა, შშმ პირთა დღის ცენტრი კი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მხარდაჭერით ფუნქციონირებდა.

    „გადასახდელი გვქონდა ყოველთვიური ქირა. სივრცე არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დაგვემატებინა საცხობი. კაფე მეორე სართულზე იყო განთავსებული. ამასთან, ბოლო პერიოდში პანკისში არაერთი მაღაზია გაიხსნა, გზის პირას, პირველ სართულზე, სადაც მზა კერძებიც აქვთ. კონკურენცია ამანაც გაგვიწია.

    პროექტის ერთ–ერთი მიზანი კაფეში ახალგაზრდა ქალების დასაქმება იყო, რაც ძალიან გამიჭირდა. სკოლას რომ ამთავრებენ გოგონები, ან სასწავლებლად მიდიან, ან თხოვდებიან, ბავშვები ჰყავთ და მუშაობას ვეღარ ახერხებენ“, – აღნიშნა პანკისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა მელსი ბაღაკაშვილმა, რომელიც სოციალურ კაფეს ამუშავებდა.

    რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს, მას 20 ბენეფიციარი ჰყავდა. 18 წლის ფატიმა ხანგოშვილი შშმ პირთა დღის ცენტრის მოსწავლე ერთი წლის წინ გახდა. ფატიმას დაუნის სინდრომი აქვს.

    „რაც იმ სკოლაში დადის, ძალიან უხარია. თექაზე მუშაობა და სხვა ხელსაქმე ასწავლეს ცოტ–ცოტა. სანამ სკოლაში წავიდოდა, ჩაკეტილი იყო სახლში, არსად გადიოდა. ეგ ცენტრი ერთადერთი იყო ამისთვის, გასართობიც, სასწავლებელიც“, – ამბობს ფატიმას დედა ზეინაბ ფარეულიძე.

    დღის ცენტრის ხელმძღვანელის მედეა ბორჩაშვილის თქმით, ცენტრის არსებობა ხელს უწყობდა შშმ პირების სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

    „ძალიან ძნელი იყო გამხელაც, რომ ცენტრი იხურებოდა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან მოვითხოვოთ ვაუჩერული დაფინანსება, რისთვისაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. უნდა გვქონდეს ადაპტირებული საპირფარეშო, ეტლი რომ მიუდგეს, აუცილებელია პანდუსი, თითო ფენეფიციარზე 6 კვ.მ ფართი უნდა იყოს. ამას გარკვეული თანხები სჭირდება. სანამ ამ თანხებს ვერ მოვიძიებთ, ვაუჩერულ სისტემაზე ვერ გადაგვიყვანენ. ვეძებთ დონორ ორგანიზაციას. რამდენიმე ფონდში წარდგენილი გვაქვს პროექტი და ველოდებით პასუხებს“, – აღნიშნავს მედეა ბორჩაშვილი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]