• weather cur airplane

    თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

    ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 22:52 view 385
    თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

    რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვლის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ე.წ. სვიანას ტერიტორიიდან თუშეთის სოფელ ომალომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

    ძლიერი ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის…

    11 წლის ირაკლი ქავთარაშვილმა ათენში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

    ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა 11 წლის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა…

    პანკისის სათემო რადიომ „ეთნიკური მრავალფეროვნების“ კონკურსში გაიმარჯვა

    პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]