• weather cur airplane

    პანკისში ხევში გადავარდნის შედეგად 22 წლის ბიჭი დაშავდა

    ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017 17:30 view 1809
    პანკისში ხევში გადავარდნის შედეგად 22 წლის ბიჭი დაშავდა

    უბედური შემთხვევა მოხდა პანკისის ხეობაში. ხადორთან, დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლიდან 22 წლის დავით შეთეკაური ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ახმეტის საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

    ამ დროისთვის დაშავებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    როგორც ადგილობრივებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, ახალგაზრდა რუსთავიდან არის და ხადორში სავარაუდოდ, სანადიროდ იმყოფებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ორჯერ არ უსვრიათ – ადვოკატი

    პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის…

    მწერალთა სახლში მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

    16 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის, იგივე „ილტოსპირელის“…

    ახმეტაში პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის განხილვა გაიმართება

    20 თებერვალს, 15:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]