• პანკისში ასკილის ლუდის წარმოება დაიწყეს

    სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 09:56 view 6955
    პანკისში ასკილის ლუდის წარმოება დაიწყეს

    პანკისის ხეობაში მცხოვრებმა შენგელი ტოხოსაშვილმა და კანეი მარგოშვილმა ქისტური ასკილის ლუდის „სტუმართ მასპინძლის“ წარმოება დაიწყეს. ტრადიციული უალკოჰოლო სასმელი უკვე ბოთლებში ჩამოსხმული და ეტიკეტირებულია. უახლოეს მომავალში ის როგორც პანკისში, ისე თბილისში გაიყიდება.

    „ეს ჩვენი ტრადიციული სასმელია, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა ქისტებმა ამ ლუდის მოხარშვა საუკუნეების წინ დაიწყეს. ლუდი იხარშება ასკილისგან და ვურევთ ბალახეულობას, მათ შორის სვიას და კუნელს. მოხარშვის შემდეგ სხვა ჭურჭელში უნდა გადაისხას და იდუღოს. ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიფილტროს, რის შემდეგაც უკვე შეიძლება მისი დალევა. არის უალკოჰოლო, ძალიან არომატული, ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო. მაგალითად, თირკმელებს ასუფთავებს. ჩვენ, მუსლიმებს ალკოჰოლური სასმელების დალევა აკრძალული გვაქვს. ამიტომ პანკისში ეს ლუდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოთხოვნაც დიდია“, - ამბობს შენგელი ტოხოსაშვილი.

    პანკისის ხეობაში ასკილის ლუდს როგორც წესი დღეობების, დღესასწაულებისა და ქორწილის დროს ხარშავენ. შენგელი ტოხოსაშვილის ოჯახშიც დიდი ხანია ამ ტრადიციას მისდევენ, თუმცა ლუდის ჩამოსხმისა და გაყიდვის იდეა რამდენიმე თვის წინ, მეწარმეობის რეგიონალურ სკოლაში გაუჩნდა. ამ პერიოდში შენგელი ტოხოსაშვილმა და კანეი მარგოშვილმა დიზაინერებთან ერთად ეტიკეტიც შექმნეს, რომელზეც ასკილი, ვაინახური კოშკები და მთებია გამოსახული.

    „დღემდე ვმუშაობ და ვცდილობა ჩამოვაყალიბო პატარა საწარმო ლუდის მოსახარშად. ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში მონაწილეობა მივიღოთ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში და იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერას მოვიპოვებთ. გუშინ  თბილისში ლუდის დეგუსტაცია გვქონდა. ლუდმა სტუმრების მოწონება დაიმსახურა და უკვე დიდი შეკვეთებიც მივიღეთ“, - აღნიშნავს შენგელი ტოხოსაშვილი.

    მისივე თქმით, მათ ასკილის ლუდის შეძენაზე შეთავაზეზები ისეთი კაფე-ბარებიდან აქვთ, სადაც ალკოჰოლური სასმელები არ იყიდება.

    ქისტური ასკილის ლუდი "სტუმართ მასპინძელი" პანკისის ხეობაში, თბილისსა და რეგიონებში გაიყიდება. ერთი ლიტრი ლუდის ფასი დაახლოებით 1-1,5 ლარი იქნება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]