• ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი

    ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 19:18 view 4880
    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილი, თამარ ყეინიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 31 წევრიდან ყეინიშვილს მხარი 21-მა დაუჭირა. იგი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედაც მუშაობდა 2017 წლის მარტიდან.

    დღეს გამართულ პირველივე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და კომისიების ხელმძღვანელებიც აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დუისის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ბაღაკაშვილი გახდა, რომელმაც 20 ხმა მიიღო.

    რაც შეეხება კომისისებს, საკრებულოს ხუთივე კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრია. თითოეულ მათგანს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა.

    იურიდიულ საკითხთა კომისიას ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ითიურიძე უხელმძღვანელებს; კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიას - არჩილ მექვევრიშვილი; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას - ქალაქ ახმეტის მაჟორიტარი არჩილ შათირიშვილი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიას - მაღრაანის მაჟორიტარი დავით იმერლიშვილი; საფინანსსო საბიუჯეტო კომისიას - არსენ ბუღრიძე, რომელიც გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსია.

    საკრებულოს პირველივე სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომლის თავმჯდომარე ბიძინა ჭიჭიკლიშვილია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც შაქრო ტერტერაშვილი ხელმძღვანელობს.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 31 წევრია. 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში 21 წევრი შეიყვანა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 4, „ევროპულმა საქართველომ“ - 2, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი თითო-თითო დეპუტატით არიან წარმოდგენილები. საკრებულოს ორი წევრი დამოუკიდებელი მაჟორიტარია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]