• ტერორისტები საქართველომდე არიან მისულები და ჩეჩნეთში თავდასხმებისთვის ემზადებიან - კადიროვი

    ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 01:51 view 11138
    ტერორისტები საქართველომდე არიან მისულები და ჩეჩნეთში თავდასხმებისთვის ემზადებიან - კადიროვი

    ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ტერორისტების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთზე თავდასხმისთვის არიან გაგზავნილები.

    „ჩვენ ხომ გვესმოდა ამ ეშმაკების ლოზუნგები „ჩვენ მოვალთ რუსეთში, ჩვენ თქვენ გაჩვენებთ, ავაფეთქებთ, გავანადგურებთ“. ახლა ჩვენ ვიცით, არის ინფორმაცია ზოგიერთი ბოროტი სულის შესახებ, რომლებიც გამოგზავნილები არიან ჩეჩნეთში ტერაქტების განსახორციელებლად, ისინი საქართველომდე არიან მისულები. ჩვენ მათ ველით, რომ მაშინვე ავიყვანოთ და გავანადგუროთ“, - განაცხადა რამზან კადიროვმა რუსული ტელეარხის ეთერში 24 დეკემბერს.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ყველა შესასვლელ-გასასვლელი კონტროლდება. „თუ ისინი ჩვენამდე მოაღწევენ, ნამდვილად ჩაიდენენ დანაშაულს, ტერორისტულ აქტს. ამიტომ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, სად და რითი არიან დაკავებულები“, - განაცხადა კადიროვმა.

    ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ამჟამად მათ სირიიდან და ერაყის ტერიტორიიდან, რომლის უდიდესი ნაწილი ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაკავებული, ჩეჩნეთიდან წასული ქალები და ბავშვები გადმოჰყავთ.

    „უკვე 94 ადამიანი - ქალები და ბავშვები დავაბრუნეთ. ბოევიკების ცოლები და შვილები ერაყსა და სირიაში თავისი ნებით არ მიდიოდნენ - მათ მაგივრად გადაწყვეტილებას ქმრები იღებდნენ. ბევრმა ოჯახები ავღანეთში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც სირიაში საფრთხე შეექმნათ. გადაიყვანეს და მიატოვეს. ქმრები სადღაც წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ. ქალები და ბავშვები იქ თვეების განმავლობაში იმყოფებიან და არ იციან რა ქნან, არც დოკუმენტები აქვთ და არც არაფერი“, - აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური.

    სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს რუსეთში 23 ტერაქტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი თითქმის 10-ჯერ არის შემცირებული 2011 წლიდან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]