• არცერთი ქალი – ვინ არიან ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატები

    პარასკევი, 26 აგვისტო 2016 12:39 view 7374
    არცერთი ქალი – ვინ არიან ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატები

    საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს არის დანიშნული. ამ დროისთვის ახმეტისა და თელავის N28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატები ოფიციალურად ხუთ პარტიას ჰყავს წარდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობიდან“ კენჭს შაქრო ტერტერაშვილი იყრის, „ქართული ოცნებიდან“ - გელა სამხარაული, რესპუბლიკური პარტიიდან - ლევან ქინქლაძე, ლეიბორისტული პარტიიდან - გია გორთამაშვილი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ - ოთარ კვირიკაშვილი.

    შაქრო ტერტერაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დაიბადა 1974 წლის 23 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში. პროფესიით იურისტია. 2008 წლიდან 2014 წლის 14 იანვრამდე იყო კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 2006-2008 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე; მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    გელა სამხარაული - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. დაიბადა 1970 წლის 4 სექტემბერს სოფელ იყალთოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის თბოგაერთიანებაში ზეინკლად; 1992-1996 წლებში - ფირმა „ალიდა“-ში; 1996-1998 წლებში იყო ქართულ-იტალიური „ინდუსტრიაბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1998-2000 წლებში - ქართულ-იტალიური კომპანიის შპს „საქართველოს“ კომერციული დირექტორი; 2000-2005 წლებში მუშაობდა შპს „ფალავანის“ კონსულტანტად; 2005 წლიდან საქმიანობდა ბიზნესში - იყო შპს „დია ალავერდის“ და შპს „დია გრუპის“ დირექტორი. 2012 წლიდან თელავის მაჟორიტარი დეპუტატია საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

    ლევან ქინქლაძე - 2013 წლიდან მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში, მთავარ სპეციალისტად. დაიბადა 1986 წლის 17 აგვისტოს ქალაქ ახმეტაში.  2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო N18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. „რესპუბლიკურ პარტიაში“ 2009  წელს გაწევრიანდა და არის პარტიის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და „ახალგაზრდა რეპუბლიკელების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

    გია გორთამაშვილი - 2014 წლის 2 აგვისტოდან თვითმმართველი თემი-თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ჩემი სოფელის“ თავმჯდომარეა; დაიბადა 1962 წლის 13 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში. დამთავრებული აქვს საქართველოს ზოოტექნიკურ სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი. პროფესიით ვეტერინარი ექიმია. 1992-1995 წლებში მუშაობდა თელავის ეთერზეთების ქარხანაში მთავარ ზოოტექნიკოსად. 2009 წლიდან არის „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრი და პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    ოთარ კვირიკაშვილი - „თავისუფალი დემოკრატების“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. დაიბადა 1985 წლის 1-ელ მაისს, ქალაქ ახმეტაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. 2008-2010 წლებში იყო ახალგაზრდა რესპუბლიკელების თავმჯდომარე ახმეტაში; 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახმეტაში; 2013 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრამდე მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვან სპეციალისტად. 2014 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული მედია ჯგუფი“ და იყო მისი განვითარების  მენეჯერი. 2013-2014 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „დიაში“,გადაცემა „ბიზნეს-სექტორის“ წამყვანად, ასევე ტელეკომპანიის განვითარების მენეჯერად.

    ახმეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებით შემდეგ პარტიებს: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“, „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ეროვნული ფორუმი“.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ახმეტაში კენჭს ირაკლი უჯირაული იყრის.

    ირაკლი უჯირაული - ახმეტის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეა. დაიბადა 1972 წლის 14 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-2003 წლებში ახმეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის 2002 წლიდან 2003 წლამდე იყო ახმეტის გამგებლის მოადგილე. 2004-2006 წლებში იყო გამგეობის აპარატის უფროსი. 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა პარლამენტის დეპუტატის პავლე ცაძიკიძის ბიუროს. 2008 წელს დაინიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად. 2010 წელს გადავიდა თელავის საგადასახადო სამსახურის იძულებითი ღონისძიებების განყოფილების გამგედ. 2012 წელს იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერი. 2013 წელს 9 თვის განმავლობაში იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონულ ორგანიზაციას. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები და აქვს ადვოკატის სერტიფიკატი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]