• weather cur airplane

    ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ახმედ ჩატაევთან ჰქონდა კავშირი - სუს

    სამშაბათი, 09 იანვარი 2018 18:07 view 1102
    ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ახმედ ჩატაევთან ჰქონდა კავშირი - სუს

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ (აჰემედ) იდოიძე, რომელიც დღეს ახმეტაში დააკავეს, ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იდოიძემ, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფადან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

    გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ

    დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

    „გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.

    საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას“, - განაცხადა სუს-ის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა.

    ახმედ ჩატაევმა 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა. ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ. ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი დააკავეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მძღოლი, რომელმაც პანკისში ბავშვებს მანქანა დააჯახა, ახმეტის მერიის თანამშრომელია

    მამაკაცი, რომელმაც დღეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე,…

    22 სექტემბერს დაგეგმილი „პანკისობა“ შესაძლოა ჩაიშალოს

    22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „პანკისობა…

    პანკისში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა

    პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა, რომელსაც 78…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]