• weather cur airplane

    მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება

    ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 00:49 view 1989
    მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება

    11 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება.

    აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ სახელმწიფომ უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე; შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება; ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება; ასევე, სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება.

    26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეციალური რაზმის წევრებმა საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

    „შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე მყისიერად, გაფრთხილების გარეშე ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც.

    მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას. ამ გზით სახელმწიფო ახდენს საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას და მსხვერპლის ტერორისტად გამოცხადებით მის დეჰუმანიზებას.

    წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება. პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის აუცილებელი სისტემური სოციალური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო არსებითად მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს.

    პანკისის საგანგებო სივრცედ წარმოჩინება, სახელმწიფოს „ლეგიტიმური“ ძალადობისა და კონტროლის დამყარებისა და ამით საკუთარი ძალაუფლების განტკიცების შესაძლებლობას აძლევს.

    პანკისის ხეობაში მხოლოდ სპეცოპერაციისა და კონტროლის სტრატეგიით მოქმედი სახელმწიფო, ადგილობრივი მოსახლეობის გარიყულობას აძლიერებს და ართულებს სოციალური სამართლიანობისა და სტაბილურობის მიღწევას.

    მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას“,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

    ორგანიზატორები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, აუდიტორია N115.

    თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს რეანიმაციაში 10 იანვარს, დილით გარდაიცვალა. მისი ცხედარი პანკისში გვიან საღამოს გადაასვენეს. მას 11 იანვარს დაკრძალავენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება

    29 აპრილს, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება.…

    იმამი პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე შეთანხმების მიღწევას უარყოფს

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე, ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის…

    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]