• ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა

    ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 19:42 view 2987
    ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის დავით მოდებაძის განცხადებით, ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

    „სასამართლომ დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები, ამდენად ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა“, - განმარტეს სასამართლოში.

    ბრალდებულის ადვოკატი განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

    სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს აქვს ყველა მტკიცებულება იდოიძის ბრალეულობის დასადასტურებლად.

    „რაც შეეხება კონკრეტულად მტკიცებულებების შინაარსს, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოკამერის ჩანაწერები და ნივთიერი მტკიცებულებები“, - განაცხადა პროკურორმა.

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა 9 იანვარს, ახმეტაში დააკავა. სუს-ის განცხადებით, ის პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]