• weather cur airplane

    ახმეტაში პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის განხილვა გაიმართება

    ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 15:17 view 1506
    ახმეტაში პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის განხილვა გაიმართება

    20 თებერვალს, 15:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ერთი ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართება.

    ახმეტაში საჯაროდ განსახილველი პროექტი ძიბახევი-ხადორის ხეობის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობას მოიცავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთი იწყება სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს (მდინარის მიმართულების საპირისპიროდ) დამთავრდება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გვხვდება 3 სახიდე გადასასვლელი, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საჭიროებს კაპიტალური საფარის მოწყობას, მოაჯირების და თვალამრიდების შეღებვას. ტრასის მთლიანი სიგრძე 5972 მეტრია.

    ძიბახევი - ხადორის გზის რეკონსტრუქცია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის პროექტის ნაწილია. მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა. გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და სავარაუდოდ, წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.

    როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულდეს.

    2011 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 10 პუნქტიანი ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ათ ძირითად პრიორიტეტს შორისაა ინფრასტუქტურის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კიგზების. პროგრამა ძირითად აქცენტს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივიმნიშვნელობის გზების რეაბილიტაციაზე აკეთებს.

     

    ამ თემაზე:

    პანკისი–თუშეთის ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ…

    მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

    ახმეტის რაიონის სოფელ მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 16-წლამდელთა შორის საქართველოს…

    პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

    ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]