• პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

    პარასკევი, 09 მარტი 2018 13:34 view 5387
    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დაჭრილი 23 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც პანკისის სათემო რადიოს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

    დაჭრილის დედის თქმით, შემთხვევის დროს მისი შვილი სახლში მარტო იყო და იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად დაიჭრა.

    „ჩემმა სიძემ იარაღის დაშლა-აწყობა ცოლსაც ასწავლა. გუშინ გოგო რვა თვის ბავშვთან ერთად სახლში მარტო იყო. ალბათ, გართობის მიზნით აიღო იარაღი და ვერ გაითვალისწინა, რომ შიგ ტყვია იდო. როგორც წესი, ტყვიით არასოდეს ინახავდნენ. დაჭრილმა ქმარს თვითონ დაურეკა, მიშველეო. ამ დროს ბიჭი თელავში იმყოფებოდა“, - ამბობს დაჭრილის დედა.

    23 წლის ქალს ახმეტის სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია გუშინ, გვიან ღამით ჩაუტარდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]