• ჰოლანდიელი ძიუდოისტი ქალის მასტერკლასი პანკისში

    სამშაბათი, 03 აპრილი 2018 20:30 view 8509
    ჰოლანდიელი ძიუდოისტი ქალის მასტერკლასი პანკისში

    ჰოლანდიელი ძიუდოისტი ქალი ესტერ სტამი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელით ასპარეზობდა, პანკისის ხეობას ეწვია და დუისის სპორტულ დარბაზში ახალგაზრდა ძიუდოისტებს მასტერკლასი ჩაუტარა.

    31 წლის ესტერ სტამი 2014 წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

    „6 წლიდან ძიუდოთი ვარ დაკავებული და სამომავლოდ მწვრთნელობაზეც ვფიქრობ. დღეს მოზარდებს ჩემი საყვარელი ილეთები ვაჩვენე. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მიყვარს და აქ ეს ჩემი ბოლო ვიზიტი არ იქნება. მომავალში უფრო ხშირად ჩამოვალ, რადგან ძალიან ლამაზი მხარეა“, - აღნიშნა ძიუდოისტმა.

    ესტერ სტამი დუისში ძიუდოს კლუბ „პანკისის“ დამფუძნებელმა ვასილ მარგოშვილმა მიიწვია. მისი თქმით, სტამი წელს კარიერას ასრულებს, რის გამოც გადაწყვიტა, გამოსამშვიდობებელი ღონისძიება პანკისში მოეწყო.

    „ესტერს მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი და მსოფლიო თასი. საქართველოს სახელით ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა და 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. პირველი ქალია, ვინც საქართველოს სახელით ასეთ შედეგებს მიაღწია. პანკისში ეს მისი პირველი მასტერკლასია. ამავე დროს, გაცილების საღამოც მოვუწყეთ, რადგან ასაკისა და ტრავმების გამო კარიერას ასრულებს“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს ვასილ მარგოშვილმა.

    პანკისის ძიუდოს კლუბში 60-მდე ბავშვს დათო ჭიკაიძე და გრიშა გუმაშვილი ავარჯიშებენ. გაკვეთილები კვირაში 6 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ ტარდება. დათო ჭიკაიძის თქმით, ძიუდოს კლუბში ბავშვები 6 წლის ასაკიდან მიიღებიან და ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ. მარტის ბოლოს 19 წლის ისლამ ქავთარაშვილმა, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ეგვიპტის დედაქალაქში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]