• weather cur airplane

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე გადადგა

    პარასკევი, 29 ივნისი 2018 16:49 view 877
    პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე გადადგა

    პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე გადადგა. იმამმა გადადგომის შესახებ განცხადება ჯამაათის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

    ჯამაათის წევრების თქმით, ბექხან ფარეულიძეს გადადგომა რამდენიმე თვეა სურდა.

    „ადვილი არ არის იყო ხეობის იმამი. გარედანაც ბევრია სანერვიულო და შიგნიდანაც. იმამს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ღმერთთანაც და ხალხთანაც.

    მისი გადადგომა ბოლო პერიოდში ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო გაჭიანურდა. არც თვითონ და არც ჩვენ არ გვინდოდა რამენაირად ამის დაკავშირება მომხდარიყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან ან ჰესების მშენებლობასთან.

    ორივე საქმეზე ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ. თემირლანის შემთხვევაში მის მკვლელობას ვაპროტესტებთ, ჰესების შემთხვევაში კი მშენებლობას, რომელიც ხეობას და მოსახლეობას დააზარალებს“, - უთხრეს პანკისის სათემო რადიოს ჯამაათის წევრებმა.

    პანკისის ახალი იმამის 2 კანდიდატურა ჯაამათის დღევანდელ შეკრებაზე დასახელდა. ერთ-ერთი თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილია, რომელსაც ხეობის მოსახლეობა დადებითად ახასიათებს, მეორე კი მუჰამედ ხანგოშვილია, რომელმაც იმამად არჩევაზე უარი თქვა.

    ჯამაათის წევრების განცხადებით, ახალ იმამს პარასკევს, 6 ივლისს აირჩევენ, მანამდე კი პანკისის მცხოვრებლებთან კონსულტაციები გაგრძელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა

    პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა, რომელსაც 78…

    დისკუსია პანკისში თემაზე - ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსული გავლენა

    პანკისის სათემო რადიო WAY აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 3 სექტემბერს,…

    სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    „მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]