• სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა

    სამშაბათი, 24 ივლისი 2018 23:42 view 8959
    სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა

    სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. ბათირაშვილების ოჯახში ნათესავები სამძიმრის სათქმელად მიდიან.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მოგვიანებით პანკისიდან სირიაში მან მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა. ოჯახის ახლობლების თქმით, თამაზ ბათირაშვილი დღეს, 24 ივლისს შეტაკებისას დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი მეუღლე და შვილები გადარჩნენ.

    შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში, სირიაში დაიღუპა მისი ძმაც, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, 30 წლის თარხან ბათირაშვილი.

    პანკისში თამაზ და თარხან ბათირაშვილების ძმა და მამა, თენგიზ და თემურ ბათირაშვილები ცხოვრობენ.

    პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 27 პანკისელი ემსხვერპლა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]