• პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო

    შაბათი, 24 სექტემბერი 2016 16:03 view 5245
    პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო

    2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო. საგანი არჩევითია და მისი შესწავლა მოსწავლეებს მე-5 და მე-6 კლასებში შეუძლიათ. დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაკაურის თქმით, შესაბამისი სახელმძღვანელოების არსებობის შემთხვევაში, მომდევნო წლებში ჩეჩნური ენის სწავლება მაღალ კლასებშიც იქნება შესაძლებელი.

    „ეს არ არის სავალდებულო საგანი, არჩევითი იქნება და ამ სასწავლო წელს მხოლოდ მე-5 და მე-6 კლასებში შევიტანთ, რადგან სახელმძღვანელოების პრობლემა გვაქვს. სხვა კლასებშიც რომ დავამატოთ ჩეჩნური ენა, ბავშვები ისევ იმ წიგნებს ხომ არ გაივლიან? მომავალში თუ იქნება წიგნები, შეიძლება უფროს კლასებშიც დაემატოს“, - განუცხადა პანკისის სათემო რადიო „WAY“-ს ლილი სვიაკაურმა.

    რაც შეეხება პედაგოგებს, მისი თქმით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მასწავლებლები გადამზადდებიან.

    „პედაგოგების დამატებით გადამზადება იგეგმება. ჩვენს სკოლაში მაგალითად ჩეჩნური ენის ორი პედაგოგია, ჩეჩნეთში აქვთ განათლება მიღებული. სხვა სკოლებს თითო მასწავლებელი ეყოლებათ“, - აღნიშნა დუისის სკოლის დირექტორმა.

    პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლებას ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი აქტიურად გასული წლიდან ითხოვდა.

    „ჩეჩნური ენის სწავლება რომ დაიწყო ამაში დიდი წვლილი მიუძღვით უხუცესთა საბჭოს და ახალგაზრდებს. ეს აუცილებელია ჩვენთვის, რადგან ჩეჩნური ენა იუნესკოს მიერ აღიარებულია როგორ გადაშენების პირას მყოფი ერთ-ერთი ენა“, - აღნიშნა პანკისის ხეობაში მცხოვრებმა შენგელი ტოხოსაშვილმა.

    რადიო „WAY“-ს ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პანკისის ხეობის სკოლებს მომავალი წლიდან ქართულ – ჩეჩნური სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.

     

    ამ თემაზე მოისმინეთ პანკისის სათემო რადიო WAY - ის  რეპორტიორის დიანა გაურგაშვილის სიუჟეტი:

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]