• weather cur airplane
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: ბირკიანი

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შპს „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სოფელ ბირკიანში 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ნებართვა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. კომპანიამ ჰესის ასაშენებლად ხეობაში სამშენებლო მასალები უკვე შეიტანა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის წინააღმდეგია.

    კატეგორია საზოგადოება

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა.

    კატეგორია კულტურა
    ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 21:54

    საინფორმაციო გამოშვება – 25.10.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    პანკისის ხეობის სოფლებში - ჯოყოლოსა და ბირკიანში საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების მოასფალტების, ასევე ჯოყოლო-დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 262 471 ლარი გამოიყო.

    კატეგორია საზოგადოება
    ხუთშაბათი, 26 იანვარი 2017 12:27

    საინფორმაციო გამოშვება 24.01.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. როგორც პანკისის სათემო რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში ექვსასი ათასი ლარია გათვალისწინებული.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა. დამწვარია მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ტექნიკა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

    კატეგორია საზოგადოება

    სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე…

    სამი მოთხოვნა ხელისუფლებას პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება;…

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

    არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]