• weather cur airplane
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: თემირლან მაჩალიკაშვილი

    საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას.

    კატეგორია საზოგადოება
    სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 19:36

    საინფორმაციო გამოშვება - 26.12.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელების მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიჭმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.

    კატეგორია საზოგადოება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და კომპიუტერული კვლევა უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მაჩალიკაშვილების სახლში ახალგაზრდა დაიჭრა. ოჯახის წევრების განცხადებით, დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. კატასტროფის ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანა.

    კატეგორია საზოგადოება
    გვერდი 4 - 4 დან

    სიახლეები

    დაემუქრა თუ არა კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის პრესსპიკერზე დაყრდნობით…

    მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავი ღონისძიებებით აღინიშნება

    ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავს,…

    პანკისში წუხან, რომ ადგილობრივების მიმართ საზოგადოებაში სტიგმა არსებობს – ნინო ლომჯარია

    „პანკისში ადგილობრივები ძალიან წუხან, რომ აღიქმებიან, როგორც ტერორისტები ან ტერორიზმთან…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]