• weather cur airplane
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: იზა ბექაური

    არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აპირებს გადახედოს თავის საქმიანობას და შესაძლოა, პანკისის ხეობაში აქტივობები შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.

    დუისში 3 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე. იმამის განცხადებით, მომხდარის შედეგად ყველაზე მეტად ხეობაში მცხოვრები მუსლიმები დაზარალადნენ, რადგან გრძელდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

    კატეგორია საზოგადოება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.

    კატეგორია საზოგადოება
    ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017 12:14

    პანკისში აქცია გაიმართება

    დღეს, 13:00 საათზე, პანკისში, დუისის კულტურის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

    კატეგორია საზოგადოება

    „იყო მუქარები, რომ „გაეთრიეთ პანკისიდან“, „თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია“ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძრის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის“, - აცხადებს იზა ბექაური, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი. 3 იანვარს, საღამოს, ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს. ფონდის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, შენობას ბენზინი მიასხეს და ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

    კატეგორია საზოგადოება

    16 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხეობაში მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ.

    კატეგორია მთავარი თემა

    სიახლეები

    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე…

    სამი მოთხოვნა ხელისუფლებას პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება;…

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

    არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]