• weather cur airplane
    საზოგადოება

    Mtisambebi.ge სათანამშრომლოდ იწვევს სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქე – რეპორტიორებს, ბლოგერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს თუშეთიდან, ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, ხევიდან, თრიალეთიდან, სამცხე –ჯავახეთიდან, მთიანი აჭარიდან, რაჭა – ლეჩხუმიდან და სვანეთიდან.

    პანკისის ხეობაში ახალი პროექტის განხორციელება იწყება, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამსახურის მოძიებაში, ან საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებასა და სათემო პროექტების განხორციელებაში.

    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნიკოლა ბერჯისი, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი რობ გორდონი, კარგი მმართველობის ფონდის პროექტების ოფიცერი თამარ ტრაპაიძე, IREX–საქართველოს დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი და მისი მოადგილე დაჩი გრძელიშვილი პანკისის ხეობაში სათემო რადიო WAY-ს მუშაობას გაეცნენ.

    თოვლის გამო თუშეთის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
    აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, სოფელ ომალოში კი 15 სანტიმეტრს აღემატება.

    თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

    8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენისყრის დღეს, პანკისის სათემო რადიო WAY ახალ ამბებს დილის 9 საათიდან საათში ერთხელ, ყოველ სრულ საათზე შემოგთავაზებთ.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]